თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია და დეკანის მოადგილე, ასისტენტ-პროფესორი გიორგი დგებუაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში, ლენა მორტონ ოუენსს შეხვდნენ.
შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. საუბარი შეეხებოდა თსუ იურიდიულ ფაკულტეტსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს.